მთავარი საქართველოლეგიონერები ხვიჩა კვარაცხელია ,,რუბინის” წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია ,,რუბინის” წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსული კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გამოკითხვა ,,რუბინის” ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა შორის ჩატარდა.

ყაზანური კლუბის ფანებმა საუკეთესო სამეულში 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად
32 წლის რუსი მეკარე იური დუპინი და 23 წლის ხორვატი მცველი ფილიპ ურემოვიჩი შეიყვანეს.

წლის საუკეთესო ფეხბურთელები სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ გამართულ გუნდურ საღამოზე დააჯილდოვეს.

ხვიჩა კვატაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონში ,,რუბინის” შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
კვატაცხელიას მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 5-ჯერ გადასცეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი