მთავარი მთავარი სოფიო გვეტაძე და ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონატს ლიდერობენ

სოფიო გვეტაძე და ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონატს ლიდერობენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს 4 ტურის შემდეგ სოფიო გვეტაძე და ბელა ხოტენაშვილი ლიდერობენ.

დღეს, ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით მერი არაბიძესთან პარტია ყაიმით დაასრულა.

გვეტაძემ კი აუტსაიდერი ელენე წოწონავა შავი ფიგურებით დაამარცხა.

მომდევნო ტურში ერთმანეთს ლიდერები სოფიო გვეტაძე და ბელა ხოტენაშვილი დაუპირისპირდებიან.

2.5 ქულით III-V ადგილებს მერი არაბიძე, სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი ინაწილებენ.

მელია ლელა ჯავახიშვილთან ორთაბრძოლაში ყაიმზე შეთანხმდა.

ბაციაშვილმა კი შავი ფიგურებით ნიმო ხომერიკს მოუგო.

IV ტური
ნინო ხომერიკი 0:1 ნინო ბაციაშვილი
ბელა ხოტენაშვილი 0:5:0:5 ნერი არაბიძე
სალომე მელია 0:5:0:5 ლელა ჯავახიშვილი
ელენე წოწონავა 0:1 სოფიო გვეტაძე
ალექსანდრა ვახანია 0:1 სოფიკო ხუხაშვილი

1-2 სოფიო გვეტაძე ბელა ხოტენაშვილი 3
3-5 მერი არაბიძე, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი 2.5
6-7 ნინო ხომერიკი, სოფიკო ხუხაშვილი 2
8. ლელა ჯავახიშვილი 1.5
9. ალექსანდრა ვახანია 1
10. ელენე წოწონავა 0

V ტური
სოფიო გვეტაძე : ბელა ხოტენაშვილი
სოფიკო ხუხაშვილი : ელენე წოწონავა
ნინო ბაციაშვილი : ალექსანდრა ვახანია
ლელა ჯავახიშვილი : ნინო ხომერიკი
მერი არაბიძე : სალომე მელია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი