მთავარი მსოფლიოიტალია ,,მილანი” წაუგებელ სერიას აგრძელებს

,,მილანი” წაუგებელ სერიას აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ,,მილანი” და ბერგამოს ,,ატალანტა” დაუპირისპირდნენ.

მილანის, ,,სანსიროს” სტადიონზე გამართული ორთაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა.

,,როსონერი” მე-14 წუთზე თურქმა ჰაკან ჩალჰანუღლუმ დააწინაურა. მან ჯარიმიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

,,ატალანტას” ანგარიშის გათანაბრება 26-ე წუთზე შეეძლო. უკრაინელმა რუსლან მალინოვსკიმ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა.
11-მეტრიანი შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა.
სლავი ფეხბურთელის დარტყმული მილანელთა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია.

,,ატალანტამ” წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინა. მილანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კოლუმბიელმა დუვან ზაპატამ იხეირა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

,,მილანი” წარმატებულ სერიას აგრძელებს. ,,როსონერის” ზედიზედ 11 შეხვედრა არ წაუგია.
სტეფანო პიოლის შეგირდები სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე 60 ქულით მე-6 ადგილზე არიან.

,,ატალანტა” კი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ჯანპიერო გასპერინის ბიჭებს 75 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ.
ბერგამოელები ლიდერ ,,იუვენტუსს” 5 ქულით ჩამორჩებიან.

,,მილანი” 1:1 ,,ატალანტა”
14′ ჩალჰანოღლუ (1-0), 34′ ზაპატა (1-1)
გამოუყენებელი პენალტი: 26′ მალინოვსკი (,,ატალანტა”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი