მთავარი მთავარი ტოჩინოშინის წარუმატებელი დღე შიჩიგაცუ ბაშოზე

ტოჩინოშინის წარუმატებელი დღე შიჩიგაცუ ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შიჩიგაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ მე-3 მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინმა მე-16 მაეგაშირა იაპონელ კოტოეკოსთან დამარცხდა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველი მენრძოლი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ლევან გორგაძეს ამ დროისთვის 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.
კაჩი-კოშიმდე ანუ დადებითი ბალანსის მიღწევამდე ქართველს მიმდინარე ბაშოზე კიდევ 4 მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი ბაშოს ნაკაბიზე მე-13 მაეგაშირა კოტონოვაკას შეერკინება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი