მთავარი მთავარი 5 ტური, 4 ლიდერი – საქართველოს ჩემპიონატში სიტუაცია დაიძაბა

5 ტური, 4 ლიდერი – საქართველოს ჩემპიონატში სიტუაცია დაიძაბა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება და ძალიან საინტერესო ხდება.

მე-6 ტურის შემდეგ ჩემპიონატს 4 ლიდერი მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სოფიო გვეტაძე და ბელა ხოტენაშვილი ჰყავს.

დღეს, გასული ტურის შემდეგ გალიდერებულმა მოჭადრაკეებმა სოფიო გვეტაძემ და ბელა ხოტენაშვილმა ქულები გაიყვეს.

მოქმედმა ჩემპიონმა მერი არაბიძემ თეთრი ფიგურებით გამოცდილი სალომე მელია დაამარცხა.

ნინო ბაციაშვილმა კი თეთრი ფიგურებით წარმატებას ალექსანდრა ვახანიასთან ბრძოლაში მიაღწია.

დღეს, გამარჯვებები ლელა ჯავახიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმაც იზეიმეს.

ხუხაშვილმა ელენე წოწონავას სძლია, ხოლო ჯავახიშვილმა ნინო ხომერიკს მოუგო.

V ტური
მერი არაბიძე 1:0 სალომე მელია
ნინო ბაციაშვილი 1:0 ალექსანდრა ვახანია
სოფიო გვეტაძე 0:5/0:5 ბელა ხოტენაშვილი
ლელა ჯავახიშვილი 1:0 ნინო ხომერიკი
სოფიკო ხუხაშვილი 1:0 ელენე წოწონავა

1-4 მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სოფიო გვეტაძე, ბელა ხოტენაშვილი 3.5
5. სოფიკო ხუხაშვილი 3
6-7 სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი
8. ნინო ხომერიკი 2
9. ალექსანდრა ვახანია 1
10. ელენე წოწონავა

VI ტური
ბელა ხოტენაშვილი : სალომე მელია
ნინო ხომერიკი : მერი არაბიძე
ალექსანდრა ვახანია : ლელა ჯავახიშვილი
ელენე წოწონავა : ნინო ბაციაშვილი
სოფიო გვეტაძე : სოფიკო ხუხაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი