მთავარი საქართველოლეგიონერები ლევან შენგელია მე-12 ადგილზე, საბა ლობჟანიძე გავარდა – თურქეთის ჩემპიონატი დასრულდა

ლევან შენგელია მე-12 ადგილზე, საბა ლობჟანიძე გავარდა – თურქეთის ჩემპიონატი დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

თურქეთი საფეხბურთო ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონი დასრულდა.

ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში პირველად სტამბულის ,,ბასაქშექირი” გახდა.
,,ტრაბზონსფორმა” თურქეთის ვიცეჩემპიონის ტიტული ირგუნა და ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენს.

ევროპა ლიგის საგზური ,,ბეშიქთაშმა” და ,,სივასსპორმა” მოიპოვეს

,,გალათასარაი” და ,,ფენერბაჰჩე” ევროტურნირების გარეშე დარჩნენ.

თურქეთის სუპერლიგა საბა ლობჟანიძის ,,ანკარაგიუჯუმ” დატოვა. ქართველი შემტევის გუნდმა 32 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-17 ადგილი დაიკავა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ლევან შენგელიას ,,ქონიასპორი” 36 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.
შენგელიამ აწ დასრულებულ სეზონში 23 შეხვედრა გამართა. ქართველმა 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი