მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,რკინიგზელებმა” ,,თელავთან” ქულები გაიყვეს

,,რკინიგზელებმა” ,,თელავთან” ქულები გაიყვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-7 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის, ,,მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე გამართულ მატჩში ,,ლოკომოტივმა” ,,თელავს” უმასპინძლა.

გუნდებმა ერთმანეთის კარში თოთო გოლი გაიტანეს და ორთაბრძოლაც ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ,,რკინიგზელები” დაწინაურდნენ.
61-ე წუთზე ბექა დარცმელიას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გიორგი გაბაძემ გადაგზავნა.

81-ე წუთზე კახელების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
გიორგი გაბაძემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები ლაშა კოხრეიძის წინააღმდეგ დაარღვია.
11-მეტრიანი ზუსტად ირაკლი რუხაძემ შეასრულა.

ამ დროისთვის ,,თელავს” 10 ქულა გააჩნია და ბათუმის ,,დინამოსთან” ერთად IV-V ადგილებს იყოფს.

,,ლოკომოტივი” კი 9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

,,ლოკომოტივი” (თბილისი) 1:1 ,,თელავი”
61′ გაბაძე (1-0), 81′ პენ. რუხაძე (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი