მთავარი მთავარი ლეგენდარულ ჩავის კორონავირუსი აღმოაჩნდა

ლეგენდარულ ჩავის კორონავირუსი აღმოაჩნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

,,ბარსელონას” ლეგენდარულ ფეხბურთელს მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონ ჩავი ერნანდესს, რომელიც ამჟამად ყატარში იმყოფება კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ,,Twitter”-ის ოფიციალურ გვერდზე თავად „ალ სადის“ მწვრთნელმა დაწერა.

ჩავი წერს, რომ ,,COVID 19”-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. იგი ვირუსის დამარცხებამდე თვითიზოლაციაში აპირებს ყოფნას.
ჩავი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის სიმპტომების მიუხედავად, თავს ნორმალურად გრძნობს და დიდი იმედი აქვს, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაუბრუნდება.

ამ დროისთვის ყატარში კორონავირუსის 109,036 შემთხვევაა გამოვლენილი.
აქედან გამოჯანმრთელება 105,750 ინფიცირებულმა შეძლო.
ვირუსისგან გარდაცვლილია164 ადამიანი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი