მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ნაკაბიზე უბრძოლველად მოიგო

ტოჩინოშინმა ნაკაბიზე უბრძოლველად მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
135 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შიჩიგაცუზე ნაკაბის ანუ ტურნირის შუაწელის შემდეგ ქართველ რიკიშის ლევან გორგაძეს უკვე 5 მოგება დაუგროვდა.

რამდენიმე წუთის წინ ტოჩინოშინი ახალგაზრდა იაპონელ კოტონოვაკას უნდა შეხვედროდა, თუმცა ბრძოლა მეტოქის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა.
22 წლის იაპონელმა სუმიტორმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და ბაშოზე კიუჯო გამოაცხადა.

ტოჩინოშონს ამ გამარჯვების შემდეგ 5:3 ბალანსი გაუხდა და კაჩი-კოშის მოპოვებამდე მხოლოდ 3 გამარჯვება სჭირდება.

ხვალ, ლევან გორგაძეს დაპირისპირება მე-8 მაეგაშირა იშიურასთან მოუწევს.

.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი