მთავარი მთავარი შიჩიგაცუ ბაშოს ნაკაბის შემდეგ ორი წაუგებელი რიკიში შემორჩა

შიჩიგაცუ ბაშოს ნაკაბის შემდეგ ორი წაუგებელი რიკიში შემორჩა

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ იაპონიაში მიმდინარე სუპერტურნირ
შიჩიგაცუ ბაშოზე მე-8 დღის ბრძოლები გაიმართა.

ივლისის ბაშოს ნაკაბიზე გამარჯვებები იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკი ასანოიამამ მოიპოვეს. ისინი შეჯიბრებას წაუგებლად ლიდერობენ.

ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მე-4 მაეგაშირა კაგაიაკის საქმე რამდენიმე წამში დაუმთავრა.
,,თეთრმა ფენიქსმა” მეტოქე დოჰიოზე ჰატაკიკომით გააგორა.

ოძეკი ასანოიამამ ბულგარელი რიკიში აიოიამა დაამარცხა.
იუშოსთვის მებრძოლმა სუმიტორმა ევროპელი მოწინააღმდეგე დიჰოდან იორიკირით გაიყვანა

მე-2 ოძეკიმ ტაკაკეიშომ მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან ჰატაკიკომით წააგო.

შიჩიგაცუ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა მიტაკეუმიმ.
სეკივაკეების ბრძოლაში შოდაიმ მიტაკეუმის ცუკიოტოშით სძლია.

მაშ, ასე ნაკაბის შემდეგ ივლისის ბაშოს წაუგებლად სათავეში იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი ასანოიამა უდგანან.
7:1 ბალანსი სეკივაკეებს მიტაკეუმის და შოდაის, ასევე მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯის გააჩნიათ.

ხვალ, ჰაკუჰო წარმატებული სერიის გაგრძელებას მე-4 მაეგაშირა ბულგარელ აოიამასთან შეეცდება.
ასანოიამა კი კომუსუბი ოკინოუმის შეერკინება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი