მთავარი მსოფლიოინგლისი ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” და ,,ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს – ინგლისის პრემიერლიგა დასრულდა

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” და ,,ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს – ინგლისის პრემიერლიგა დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონი ისტორიის საკუთრება გახდა.

,,ლივერპულმა” 30-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდმა პირველობა 7 ტურით ადრე გაინაღდა.
პრემიერლიგის ვიცეჩემპიონი ,,მანჩესტერ სიტი” გახდა.

ბოლო ტურის წინ გასარკვევი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელი გუნდების ვინაობა იყო.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პრეტენზიას ,,,,მანჩესტერ იუნაიტედი” , ,,ჩელსი” და ,,ლესტერი” აცხადებდნენ.

ლონდონელმა ,,არისტოკრატებმა” შინ, ,,სტამფორდ ბრიჯის” სტადიონზე ,,ვულვზი” აუღელვებლად 2:0 დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გააღწიეს.

,,ლესტერისა” და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის ბედი ბოლო 20 წუთში გადაწყდა.
70-ე წუთზე პენალტით ,,წითელ ეშმაკები” პორტუგალიელმა ბრუნო ფერნანდეშმა დააწინაურა

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ჯესი ლინგარდმა ,,მელიებს” მეორე გოლი გაუტანა.
იმ დროისთვის ,,ლესტერი” კაცნაკლული იყო. არბიტრმა მასპინძლებს ჯონი ევანსი გაუძევა.

სტუმრად, ,,ვესტ ჰემთან” სასურველ ფრეს მიაღწია ბირმინგემის ,,ასტონ ვილამ” და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ესეც ბოლო ტურის შედეგები:

,,არსენალი” 3:2 ,,უოტფორდი”
4′ ობამეიანგი (1-0), 24′ ტერნეი (2-0), 33′ ობამეიანგი (3-0), 42′ დეენეი პენ. (3-1), 67′ უელბეკი (3-2)

,,ბარნლი” 1:2 ,,ბრაიტონი
20′ ბისუმა (0-1), 42′ ვუდი (1-1), 50’ კონორი (1-2),

,,ჩელსი” 2:0 ,,ვულვერჰემპტონი”
45+1′ მოუნტი (1-0), 45+4′ ჟირუ (2-0)

,,კრისტალ პალასი” 1:1 ,,ტოტენჰემ ჰოსპური”
13′ კეინი (0-1), 53′ შლუპი (1-1)

,,ევერტონი” 1:3 ,,ბორნმუთი
13′ კინგი პენ. (0-1), 42′ კინგი (1-1), 45+1′ სოლანკე (1-2), 80′ სტანისლასი (1-3)

,,ლესტერი” 0:2 ,,მანჩესტერ იუნაიტედი”
70′ ბრუნო ფერნანდეში პენ. (0-1), 90+8′ ლინგარდი (0-2)
გაძევება: 90+4′ ევანსი (,,ლესტერი”)

,,მანჩესტერ სიტი” 5:0 ,,ნორვიჩი”
11′ გაბრიელ ჟესუსი (1-0), 45+1′ დე ბრუინი (2-0), 80′ სტერლინგი (3-0), 84′ მაჰრეზი (4-0), 90+1′ დე ბრუინი (5-0)

,,ნორვიჩი” 1:3 ,,ლივერპული
1′ გაილე (1-0), 38′ ვან დეიკი (1-1), 60′ ორიჯი (1-2), 89′ მანე (1-3)

,,საუთჰემპტონი” 3:1 ,,შეფილდ იუნაიტედი”
26′ ლუნდსტრემი (0-1), 50′ 72′ ადამსი (1-1, 2-1), 84′ ინგსი პენ. (3-1)

,,ვესტ ჰემი” 1:1 ,,ასტონ ვილა”
84′ გრელიში (0-1), 86′ იარმოლენკო (1-1)

ჩემპიონი: ,,ლივერპული”
ვიცეჩემპიონი: ,,მანჩესტერ სიტი”
ჩემპიონთა ლიგა: ,,ჩელსი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი”
ევროპა ლიგა: ,,ლესტერი”, ,,ტოტენჰემი”
გავარდნენ: ,,ნორვიჩი”, ,,უოტფორდი”, ,,ბორნმუთი”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი