მთავარი მსოფლიოიტალია ზედიზედ მეცხრედ ,,იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია

ზედიზედ მეცხრედ ,,იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების ჩემპიონი ტურინის ,,იუვენტუსი” გახდა.
,,ბებერმა ქალბატონმა” სკუდეტო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.

ტურინის, ,,ალიანს სტედიუმზე” გამართულ შეხვედრაში მაურისიო სარის გაწვრთნილმა გუნდმა გენუის ,,სამპდორიას” 2:0 სძლია.

მასპინძლები პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ დააწინაურა.
მან გოლი ბოსნია&ჰერცოგოვინელ მირალემ პიანიჩის პასით გაიტანა.

67-ე წუთზე ,,იუვენტუსი” წინ ორბურთიანი სხვაობით გაიჭრა.
კრისტიანუ რონალდუს დარტყმული ,,სამპდორიას” მეკარე ემილ აუდერომ ცხვირწინ მოიგერია. ბურთთან ფედერიკო ბერნანდესკი გაჩნდა და მეტოქის კარი აიღო.

77-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ნორვეგიელი მორტენ ტორსბი გააძევა.

მატჩის მიწურულს კრისტიანუ რონალდუს ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილესთან ჩამორჩენის შემცირება შეეძლო, თუმცა უცნაური ამბავი მოხდა და მან პენალტი ვერ გაიტანა

,,იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი ისტორიაში ოცდამეთექვსმეტედ (36) გახდა. წელს ,,ბებერმა ქალბატონმა” სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა.

,,იუვენტუსი” 2:0 ,,სამპდორია”
45+7′ რონალდუ (1-0), 67′ ბერნადესკი (2-0)
გამოუყენებრლი პენალტი: 89: რონალდუ (,,იუვენტუსი”)
გაძევება: 77′ ტორსბი (,,სამპდორია”)

,,იუვენტუსი“: სჩესნი, დანილო (29′ ბერნადესკი), ბონუჩი, დე ლიხტი (78′ რუგანი), ალექს სანდრო, რაბიო, პიანიჩი (78′ ბენტანკური), მატუიდი, კუადრადო, რონალდუ, დიბალა (40′ იგუაინი)
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

,,სამპდორია“: აუდერო, შაბოტი (22′
ლარისი), იოშიდა, ტონელი, დეპაოლი, ლინეტი, იანკტო (74′ გაბიადინი), ტორსბი, აუგელო, რამირესი (90+1′ მარონი), კვალიარელა
მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

,,ბრეშა” 3:2 ,,ლეჩე”
2′ პალასიო (1-0), 5′ სორიანო (2-0), 45+2′ მანკოსუ (2-1), 66′ ფალკო (2-2), 90+3′ ბაროუ (3-2)

,,რომა” 2:1 ,,ფიორენტინა”
45′ ვერეტო პენ. (1-0), 54′ მილენკოვიჩი (1-1), 87′ ვერეტო პენ. (2-1)

,,კალიარი” 0:1 ,,უდინეზე
3′ ოკაკა (0-1),

,,სპალი” 1:1 ,,ტორინო”
57′ ვერდი (0-1), 80′ დ’ალესანდრო (1-1)

,,ვერონა” 1:5 ,,ლაციო
38′ ამრაბატი.პენ. (1-0), 45+5′ იმობილე (1-1), 56′ მილენკოვიჩ-სავიჩი (1-2), 63′ კორეა (1-3), 64′ 90+4′ პენ. (1-4, 1-5)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი