მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ლიდერმა ,,დილამ” ბათუმის ,,დინამოსთან” ქულები გაიყო

ლიდერმა ,,დილამ” ბათუმის ,,დინამოსთან” ქულები გაიყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გორის ,,დილა” და ბათუმის ,,დინამო” დაუპირისპირდნენ.

გორში, ,,თენგიზ ბირჯანაძის” სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-15 წუთზე ,,დილას” ტოგოელმა ლეგიონერმა ბალგუ იენდეუნტმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და აჭარლები დააწინაურა.

43-ე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილის პასით წონასწორობა ირაკლი ლეკვთაძემ აღადგინა.

მე-7 ტურის შემდეგ გორის დილას 15 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. ბათუმის დინამოს აქტივში 11 ქულაა და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

,,დილა” (გორი) : ,,დინამო” (ბათუმი)
15′ იენდეუნტი ა.გ. (0-1), 43′ ლეკვთაძე (1-1)

,,დილა“: გუგეშაშვილი, ეტოუ, ხურცილავა, იენდეუნტი, ლაცაბიძე, ნონდი, მარკოზაშვილი, ალეფ სანტოსი, გორგიაშვილი (78′ მადინგა), ლეკვთაძე (58′ სპანდერაშვილი), კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

,,დინამო” (ბთ.): ალავიძე, მელიავა (58′ გაფრინდაშვილი), კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, მანჯგალაძე, ტეიდი (28′ ცინცაძე) ვაგნერ გონსალვეში (85′ რეინალდო), მამუჩაშვილი, ჯიღაური, ფლამარიონი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი