მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა – ,,სან ხოსე” MLS-ის 1/4 ფინალში გავიდა

ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა – ,,სან ხოსე” MLS-ის 1/4 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას კლუბი ,,სან ხოსე” ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის MLS-ის 1/4 ფინალში გავიდა.

1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ქართველების გუნდმა ,,რეალ სოლტ ლეიკს” 5-2 სძლია.

შეხვედრაში 51-წუთზე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა და ანგარიში 3-1 გახადა.

მატჩი ორივე ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ჩაატარა.

MLS-ის 1/4 ფინალში ,,სან ხოსეს” მეტოქის ვინაობა ,,კოლუმბუსისა” და ,,მინესოტას” ორთაბრძოლაში გაირკვევა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი