მთავარი საქართველოლეგიონერები ლევან კუტალია კარიერას თელ-ავივის „ჰაპოელში” გააგრძელებს

ლევან კუტალია კარიერას თელ-ავივის „ჰაპოელში” გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია ისრაელის კლუბ თელ-ავივის „ჰაპოელში” ჩაირიცხა.
ამის შესახებ ინფორმაციას ებრაური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

კუტალიამ ,,ჰაპოელთან” ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ლევან კუტალია ბოლოს ყაზახურ
პავლოდარის „ირტიშში” გამოდიოდა. კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა და ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

კუტალია კარიერის განმავლობაში ზუგდიდის ,,ბაიაში”, ბოსნიურ „სლავიაში“ და „ზრინსკში”, ასევე ქუთაისის ,,ტორპედოში” და თბილისის ,,დინამოში” გამოდიოდა.

,,დინამოში” ყოფნის დროს საქართველოს ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.

,,ჰაპოელმა” ისრაელის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროთასების მიღმა დარჩა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი