მთავარი მთავარი ნინო ბაციაშვილი ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ნინო ბაციაშვილი ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 77-ე ჩემპიონატზე 7 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ნინო ბაციაშვილი გალიდერდა.

ბაციაშვილმა ერთ-ერთი კონკურენტი სოფიო გვეტაძე თეთრი ფიგურებით დააშამათა.

დღეს, მოქმედმა ჩემპიონმა მერი არაბიძემ ალექსანდრა ვახანია დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს.

ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ბელა ხოტენაშვილმა სოფიკო ხუხაშვილთან პარტია ყაიმით დაასრულა.

თეთრი ფიგურებით გამარჯვებები სალომე მელიამ და ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვეს.

ჯავახიშვილმა აუტსაიდერ ელენე წოწონავას მოუგო.
მელიამ კი წარმატებას ნინო ხომერიკთან ბრძოლაში მიაღწია.

VII ტური
მერი არაბიძე 1:0 ალექსანდრა ვახანია
ნინო ბაციაშვილი 1:0 სოფიო გვეტაძე
ლელა ჯავახიშვილი 1:0 ელენე წოწონავა
სოფიკო ხუხაშვილი ½-½ ბელა ხოტენაშვილი
სალომე მელია 1:0 ნინოხომერიკი

სატურნირო მდგომარეობა
1. ნინო ბაციაშვილი 5.5
2.მერი არაბიძე 5.0
3. ბელა ხოტენაშვილი 5:0
4. სოფიო გვეტაძე 4:5
5. ლელა ჯავახიშვილი 4:5
6. სალომე მელია 3:5
7.სოფიკო ხუხაშვილი 3.5
8.ნინო ხომერიკი 2:5
9. ალექსანდრა ვახანია 1
10. ელენე წოწონავა 0

VIII ტური
ბელა ხოტენაშვილი : ნინო ხომერიკი
ალექსანდრა ვახანია : სალომე მელია
ელენე წოწონავა : მერი არაბიძე
სოფიო გვეტაძე : ლელა ჯავახიშვილი
სოფიკო ხუხაშვილი : ნინო ბაციაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი