მთავარი მსოფლიოიტალია ,,ინტერმა” ჯენარო გატუზოს ,,ნაპოლის” სძლია

,,ინტერმა” ჯენარო გატუზოს ,,ნაპოლის” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი

იტალიის სერია A-ს ბოლოსწინა 37-ე ტურის შეხვედრაში ,,ინტერმა” ,,ნაპოლი”
დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

მილანის, ,,ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ.
კრისტიანო ბირაგის პასით გოლი
დანილო დ’ ამბროსიომ გაიტანა.

74-ე წუთზე მილანელებმა ჯენარო გატუზოს შეგირდები მეორედ დაამწუხრეს.
შორი მანძილიდან არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტანო მარტინესმა ლამაზი გოლი გაიტანა.

,,ინტერმა” ამ გამარჯვებით 79 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დამკვირდდა.
,,ნაპოლი” კი 57 ქულით მე-7 ადგილზეა.
გატუზოს ბიჭები იტალიის თასის მფლობელები არიან და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

,,ინტერი” 2:0 ,,ნაპოლი”
11′ დ’ ამბროსიო (1-0), 74′ ლაუტანო მარტინესი (2-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი