მთავარი მთავარი ნინო ბაციაშვილი ლიდერობას ინარჩუნებს – ბოლო ტურის წინ საქართველოს ჩემპიონობის შანსი 3 მოჭადრაკეს აქვს

ნინო ბაციაშვილი ლიდერობას ინარჩუნებს – ბოლო ტურის წინ საქართველოს ჩემპიონობის შანსი 3 მოჭადრაკეს აქვს

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 77-ე ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, ეროვნულ პირველობაზე ბოლოსწინა მე-8 ტურის პარტიები გათამაშდა.

ბოლო ტურის წინ საქართველოს ჩემპიონობის შანსს 3 მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე და ბელა ხოტენაშვილი ინარჩუნებს.

დღეს, ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა ნინო ბაციაშვილმა შავი ფიგურებით სოფიკო ხუხაშვილს სძლია და ლიდერის მანტია შეინარჩუნა.

მოქმედმა ჩემპიონმა მერი არაბიძემ ელენე წოწონავას შავი ფიგურებით მოუგო.

ბელა ხოტენაშვილმა კი თეთრებით ნინო ხომერიკი დაამარცხა.

გამარჯვება იზეიმა ლელა ჯავახიშვილმა. მან თეთრი ფიგურებით მოასპარეზე სოფიო გვეტაძე დააშამათა.

სალომე მელიამ და ალექსანდრა ვახანიამ ქულები გაიყვეს

ბოლო ტურში ერთმანეთის წინაშე ჩემპიონობისთვის მებრძოლი ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი წარსდგება.

მერი არაბიძე კი თეთრებით სოფიო გვეტაძის დამარცხებას და ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.

VIII ტური
ბელა ხოტენაშვილი 1:0 ნინო ხომერიკი
ალექსანდრა ვახანია 0:5:0:5 სალომე მელია
ელენე წოწონავა 0:1 მერი არაბიძე
სოფიო გვეტაძე 0:1 ლელა ჯავახიშვილი
სოფიკო ხუხაშვილი 0:1 ნინო ბაციაშვილი

სატურნირო მდგომარეობა
1. ნინო ბაციაშვილი 6.5
2-3 მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი 6.0
4. ლელა ჯავახიშვილი 5.5
5. სოფიო გვეტაძე 4.5
6. სალომე მელია 4.0
7. სოფიკო ხუხაშვილი 3.5
8.ნინო ხომერიკი 2.5
9. ალექსანდრა ვახანია 1.5
10.ელენე წოწონავა 0

IX ტური
ნინო ბაციაშვილი : ბელა ხოტენაშვილი
ლელა ჯავახიშვილი : სოფიკო ხუხაშვილი
მერი არაბიძე : სოფიო გვეტაძე
სალომე მელია : ელენე წოწონავა
ნინო ხომერიკი : ალექსანდრა ვახანია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი