მთავარი მსოფლიოიტალია სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ინტრიგა გასავარდნ ზონაში შენარჩუნდა

სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ინტრიგა გასავარდნ ზონაში შენარჩუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი დასასრულს მიუახლოვდა.

გუშინ, ბოლოსწინა 37-ე ტურის შეხვედრები შედგა.

იტალიის წლევანდელ პირველობაზე ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. ერთადერთი გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდების ,,ლეჩეს” და ,,ჯენოას” ბედია სასწორზე.

იტალიის ჩემპიონი რამდენიმე ტურით ადრე ტურინის ,,იუვენტუსი” ზედიზედ მეცხრედ და ჯამში ოცდამეტექვსმეტედ გახდა.

ჩემპიონთა ლიგაზე მილანის ,,ინტერი”, ბერგამოს ,,ატალანტა” და რომის ,,ლაციო” ითამაშებენ.

ევროპა ლიგის საგზური იტალიის თასის მფლობელმა ,,ნაპოლიმ”, ასევე ,,რომამ” და ,,მილანმა” მოიპოვეს.

,,ბრეშა” და ,,სპალი” კი მომავალ სეზონში რანგით დაბალ სერია B-ში გამოვლენ.

რაც შეეხება მესამე გავარდნილ გუნდის ვინაობას, ამ დროისთვის ,,ჯენოა” 36 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო ,,ლეჩე” 35 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.

ბოლო ტურში ,,ჯენოა” ,,ვერონას” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს.
მისი კონკურენტი ,,ლეჩე” საკუთარ კედლებში ,,პარმას” მიიღებს და ელიტაში დასარჩენად ბოლო შანსის გამოყენებას შეეცდება.

სერიას ბომბარდირი დიდი ალბათობით ,,ლაციოს” ფორვარდი ჩირო იმობილე გახდება. მას ამ დროისთვის 35 გოლი აქვს გატანილი და უშუალო კონკურენტ ,,იუვენტუსის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრუსტიანუ რონალდუს 4 გოლით უსწრებს.

,,ლაციო” 2:0 ,,ბრეშა”
17′ კორეა (1-0), 82′ იმობილე ,(2-0)

,,სამპდორია” 1:4 ,,მილანი
4′ იბრაჰიმოვიჩი (0-1) 52′ ჩალჰანოღლუ (0-2), 58′ იბრაჰიმოვიჩი (0-3), 87′ ასკილდსენი (1-3), 90+2′ ლეაო (1-4)
გამოუყენებელი პენალი: 78′ მარონი (,,სამპდორია”)

,,სასუოლო” 5:0 ,,ჯენოა”
26′ ტრაორე (1-0), 40′ ბერარდი (2-0), 66′ კაპუტო (3-0), 74′ რასპადორი (4-0), 77′ კაპუტო (5-0)

,,უდინეზე” 1:2 ,,ლეჩე
36′ სამირი (1-0), 40′ მანკოსუ (1-1), 81′ ლაპადულა (1-2)

,,ვერონა” 3:0 ,,სპალი”
7′ 11′ დი კარმინე (1-0, 2-0), 47′ ფარაონი (3-0)

,,კალიარი” 2:0 ,,იუვენტუსი”
8′ გალიანო (1-0), 45+2′ სიმეონე (2-0)

,,ფიორენტინა” 4:0 ,,ბოლონია”
48′ 54′ კიეზა (1-0, 2-0), 74′ მილენკოვიჩი (3-0), 89′ კიეზა (4-0)

,,ტორინო” 2:3 ,,რომა
14′ ბერენგერი (1-0), 18′ ჯეკო (1-1), 23′ სმოლინგი (1-2), 61′ პენ. დიავარა (1-3), 65′ სინგო (2-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი