მთავარი კიბერსპორტი CACTU2-მა BootCamp-ის განვითარება დაიწყო

CACTU2-მა BootCamp-ის განვითარება დაიწყო

288 ნახვა

კომპანია CACTU2-მა, რომელიც საქართველოში ელექტრონული სპორტის განვითარების მიზნით შეიქმნილი, BootCamp-ის განვითარება დაიწყო და თბილისის მასშტაბით უკვე 2 ლოკაცია მოაწყო. აქედან, ერთი  PUBG Mobile-ის მოთამაშეებს დაეთმობათ, ხოლო მეორეზე Dota 2-ის, CS:GO-ისა და LOL-ის გუნდები ივარჯიშებენ.

თითოეულ დისციპლინაში მაქსიმუმ 2 გუნდი დაიშვება.

დღეისათვის უკვე დასრულებულია PUBG Mobile-ში BootCamp-ის დაკონტრაქტება. თანამშრომლობის შესახებ, 6-თვიანი კონტრაქტები შემდეგ კლანებთან: “300 არაგველი” და “Union Power” გაფორმდა.

თანამშრომლობის პერიოდში CACTU2 იღებს ვალდებულებს, მოთამაშეებსს Boot Camp-ის ბაზაზე შეუქმნას სავარჯიშოდ აუცილებელი მაღალი დონის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. ასევე, უზრუნველყოს ლოკალური და საერთაშორისო მენეჯერებით, რომლებიც გუნდს განვითარებასა და დაგეგმილი მიზნების მიღწევაში დაეხმარებიან.

თავის მხრივ, კონტრაქტორი კლანი ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებული საათები Boot Camp-ში ივარჯიშოს, მიიღოს მონაწილეობა მენეჯერების მიერ დაგეგმილ ტურნირებში და CACTU2-ის ოფიციალურ სოციალურ არხებზე სავარჯიშო და საჩვენებელი სტრიმები წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით გამართოს.

რაც შეეხება შემადგენლობებს, “300 არაგველი”-ში DEQUE Gaming-ი გაერთიანდა და ძირითადი შემადგენლობა სწორედ მისი მოთამაშეებით დაკოპლექტდა, ხოლო Union Power გადახალისდა და ახალი მოთამაშეები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

“300 არაგველი”: argLACERFAA (ირაკლი ბუცურეიშვილი), argSHARASHA(ნიკოლოზ შარაშიძე), argKISAME (გაბო ფეტვიაშვილი), argNAMIK (ავთო მახარაშვილი) და შემცვლელი argJACKSON (ჯეკო ჭუბაბრია).

აღსანიშნავია, რომ გუნდმა ამ შემადგენლობით საქართველოში ბოლო ექვს თვეში კომპანია CACTU2-ის ტურნირი PUBG Mobile-ში და საქართველოს კიბერლიგა მოიგო.

Union Power-ი: unionDuduchi (ნიაზ დუდუჩავა), unionATOM (გიორგი ლომგულაშვილი), unionSORRY ( ლევან გაბედავა), unionJEMSKI (ჯეკო ტატიშვილი) და შემცვლელი unionSPIRIT (მანგია არაბული).

როგორც თავში მოგახსენეთ კომპანია CACTU2 საქართველოში ელექტრონული სპორტის განვითარების მიზნით შეიქმნა და განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქვს მსოფლიოსთვის საქართველოს და ქართველი გეიმერების შეთავაზება, როგორც მზარდი ესპორტული ბაზარი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი