მთავარი მთავარი მე-7 გამარჯვება ივლისის ბაშოზე – ტოჩინოშინი კაჩი-კოშის მიუახლოვდა

მე-7 გამარჯვება ივლისის ბაშოზე – ტოჩინოშინი კაჩი-კოშის მიუახლოვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
191 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შიჩიგაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-7 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძისა და მე-12 მაეგაშირა შოჰოძანის პირველმა შერკინებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
ბრძოლისას ორივე რიკიში დოჰიოდან გადავარდა. გიოჯებმა კონსილიუმის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამარჯვებული ხელახალ ბრძოლას გამოევლინა.

მეორე ჯერზე ტოჩინოშინმა იაპონელი მეტოქის ძლევა ჰატაკიკომით მოახერხა.

ლევანს, ივლისის ბაშოზე 7 მოგების წილ, 5 მარცხი გააჩნია და კაჩი-კოშიმდე ანუ დადებით ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს.

ხვალ, გორგაძის წინაშე დოჰიოზე მე-15 მაეგაშირა იაპონელი ჩიომარუ წარსდგება.
ჩიომარუ მაკე-კოში უკვე გავიდა. მას 3 მოგება და 9 მარცხი გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი