მთავარი მთავარი იოკოძუნა ჰაკუჰო ისევ დამარცხდა – შიჩიგაცუ ბაშოზე ოძეკი ასანოიამა და ექს-ოძეკი ტერუნოფუჯი დაწინაურდნენ

იოკოძუნა ჰაკუჰო ისევ დამარცხდა – შიჩიგაცუ ბაშოზე ოძეკი ასანოიამა და ექს-ოძეკი ტერუნოფუჯი დაწინაურდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
78 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში სუპერტურნირ შიჩიგაცუ ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები შედგა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ორთაბრძოლაში იოკოძუნა ჰაკუჰომ სეკივაკე მიტაკეუმისთან ვერაფერი გააწყო და მიჯრით მე-2 დაპირისპირება წააგო.

მიტაკეუმმა მრისხანე მოწინააღმდეგეს ცუკიოტოშით მოუგო.

მე-11 გამარჯვებები იზეიმეს ოძეკი ასანოიამამ და მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯიმ.
ექს-ოძეკმა ტერუნოფუჯიმ მე-9 მაეგაშირა გამოცდილი მონღოლი რიკიში ტამავაში იორიკირით დაამარცხა.
ოძეკი ასანოიამამ კი მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის სუკუინაგეთი სძლია.

ივლისის ბაშოზე კიუჯო გამოაცხადა ოძეკი ტაკაკეიშომ. მან კაჩი-კოში უკვე გაინაღდა და კადობანში ჩამდგარმა პრესტიჟული წოდება შეინარჩუნა.

სეკივაკე შოდაიმ ყველაზე მცირეწონოსანი რიკიში ენჰო არ დაინდო და დოჰიოდან კიმედაშით გადააგდო.

ამ დროისთვის 11 მოგებითა და 1 მარცხით შიჩიგაცუ ბაშოს ოძეკი ასანოიამამ და მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯი ლიდერობენ.

10:2 ბალანსი ლეგენდარულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს გააჩნია.

9 მოგებით და 3 წაგებით იუშოს მცირე შანსს სეკივაკე მიტაკეუმი, ოძეკი შოდაი და მე-16 მაეგაშირა კოტოეკო ინარჩუნებენ.

ხვალ, დოჰიოზე ლიდერთა ჯახი გაიმართება.
ოძეკი ასანოიამა მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯის შეერკინება.

ორო მარცხის შემდეგ გამარჯვების მოპოვებას იოკოძუნა ჰაკუჰო სეკივაკე შოდაისთან შეეცდება.

სეკივაკე მიტაკეუმი იოკოძუნას დამარცხების შემდეგ მის გზაზე მე-4 მაეგაშირა კაგაიაკის გაყენებას შეეცდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი