მთავარი მთავარი გიორგი ნემსაძე: ,,კარგი იქნებოდა, ის 8 წელი, რომელიც საკრებულოში გავატარე, სამწვრთნელო საქმიანობისთვის გამომეყენებინა”

გიორგი ნემსაძე: ,,კარგი იქნებოდა, ის 8 წელი, რომელიც საკრებულოში გავატარე, სამწვრთნელო საქმიანობისთვის გამომეყენებინა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
232 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად საფეხბურთო კლუბ გორის ,,დილას” მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“
თბილისის საკრებულოში გატარებულ წლებს ნანობს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა სამწვრთნელო კარიერა უფრო ადრე დაეწყო.

გიორგი ნემსაძე: „მწვრთნელობაზე ფეხბურთელობის დროსაც ვფიქრობდი, სხვადასხვა მწვრთნელების ვარჯიშებს ვაკვირდებოდი და ბლოკნოტში ვიწერდი.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 8 წელი თბილისის საკრებულოში ვიყავი და საფეხბურთო საქმეს ცოტა ჩამოვშორდი.
კარგი იქნებოდა, ის 8 წელი, რომელიც საკრებულოში გავატარე, სამწვრთნელო საქმიანობისთვის გამომეყენებინა.

კარგი იყო, მწვრთნელობა ადრე დამეწყო. ამ ეტაპს უფრო ადრე გავივლიდი და მეტი გამოცდილება მექნებოდა. ამის გამო გული მწყდება“ – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გიორგი ნემსაძე.

გიორგი ნემსაძის გორის ,,დილა” მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობს.
ქვემო ქართლული გუნდი ეროვნულ ლიგაში 15 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი