მთავარი მთავარი ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

თბილისის ნინა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატი ნინო ბაციაშვილი ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ბაციაშვილმა ბოლო ტურში ერთ-ერთ კონკურენტ ბელა ხოტენაშვილთან პარტია ყაიმით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ დაისაკუთრა.

ნინო ბაციაშვილმა საქართველოს პირველობაზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოიპოვა. მან 5 პარტია მოიგო, ხოლო 4 კი ყაიმით დაასრულა.

ბაციაშვილს ნახევარი ქულით მოქმედი ჩემპიონი მერი არაბიძე და ბელა ხოტენაშვილი ჩამორჩნენ.

არაბიძე ბოლო ტურში სოფიო გვეტაძესთან ყაიმს დასჯერდა.

ესეც ბოლო ტურის შედეგები:
მერი არაბიძე 0:5:0:5 სოფიო გვეტაძე
ნონო ბაციაშვილი 0:5:0:5 ბელა ხოტენაშვილი
ლელა ჯავახიშვილი 0:5:0:5 სოფიკო ხუხაშვილი
ნიმო ხომერიკი 0:5:0:5 ალექსანდრა ვახანია
სალომე მელია 1:0 ელენე წოწონავა

საბოლოო სატურნირი მდგომარეობა
1. ნონო ბაციაშვილი 7:0
2.მერი არაბიძე 6.5
3. ბელა ხოტენაშვილი 6.5
4. ლელა ჯავახიშვილი 6.0
5. სალომე მელია 5.0
6. სოფიო გვეტაძე 5.0
7. სოფიკო ხუხაშვილი 4.0
8. ნინო ხომერიკი 3.0
9. ალექსანდრა ვახანია 2.0
10. ელენე წოწონავა 0

საქართველოს ჩემპიონმა ნინო ბაციაშვილმა ჩემპიონის ტიტულთან ერთად 10 000 ლარი მიიღო.
ვიცეჩემპიონ მერი არაბიძეს 7 000 ლარი გადასცეს.
მესამე ადგილზე გასულ ბელა ხოტენაშვილს წილად 5000 ლარი ხვდა.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოჭადრაკემ გარკვეული თანხა მიიღო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი