ინგლისის ჩემპიონშიფი ფლეი-ოფის 1/2 ფინალები დასრულდა.
ფინალში თამაშის უფლება ,,ბრენტფორდმა” და ,,ფულემმა” მოიპოვეს.
,,ბრენტფორდმა” ორრაუნდიან ბრძოლაში უელსური ,,სუონსი” დაამარცხა.
ამ გუნდების პირველი მატჩი ,,სუონსმა” 1:0 მოიგო. განმეორებით შეხვედრაში კი ,,ბრენტფორმა” მეტოქეს 3:1 სძლია.
,,ფულემმა” მართალია, შინ ,,კარდიფთან” 1:2 წააგო, თუმცა პირველი შეხვედრა სტუმრად, 2:0 ჰქონდა მოგებული და პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
,,ბრენტფორდისა” და ,,ფულემის” ფინალური ორთაბრძოლა ერთმატჩიანი იქნება.
4 აგვისტოს, ლონდონის ,,უემბლის” სტადიონზე გასამართ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი პრემიერლიგის საგზურს მოიპოვებს.