მთავარი მთავარი ჰაკუჰომ კიუჯო გამოაცხადა

ჰაკუჰომ კიუჯო გამოაცხადა

ავტორი კახა მიხანაშვილი
157 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირის შიჩიგაცუ ბაშოს დარჩენილი 3 დღე ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰოს გარეშე ჩაივლის.

,,თეთრმა ფენიქსმა” მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო კიუჯო გამოაცხადა.
ჰაკუჰომ მუხლის ტრავმა მიმდინარე ბაშოზე რამდენიმე ბრძოლის წინ მიიღო, რის გამოც დოჰიოზე სპეციალური სახვევით გამოდიოდა.

იოკოძუნა ჰაკუჰომ შიჩიგაცუ ბაშოზე 12 ორთაბრძოლა ჩაატარა.
იგი სუპერტურნირს 10:2 ბალანსით დაემშვიდობა.

ჰაკუჰომ ივლისის ბაშოზე ზედიზედ ორი დაპირისპირება კომუსუბი დაიეიშოსთან და სეკივაკე მიტაკეუმისთან დათმო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი