მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ვარლამ კილასონია ,,სიონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ვარლამ კილასონია ,,სიონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ბოლნისის ,,სიონის” მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია გახდა. ინფორმაციას ამ ამბის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კილასონიამ დავით ქოქიაშვილი შეცვალა.
ქოქიაშვილი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდიდან გაანთავისუფლეს.

კილასონიას ქვემო ქართლული გუნდის გაწვრთნაში არმაზ ჯელაძე დაეხმარება.

52 წლის ვარლამ კილასონია ბოლნისის ,,სიონს” 2015-2016 წლებშიც წვრთნიდა.

,,სიონი” ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში” მე-6 ტურის შეხვედრას შინ, ,,თამაზ სტეფანიას სახელობის” სტადიონზე მარტვილის “მერანის” წინაღმდეგ 3 აგვისტოს, ჩაატარებს.

მაყურებლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით სტადიონზე დასწრება შეეძლებათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი