მთავარი მსოფლიოიტალია ,,ნაპოლიმ” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა

,,ნაპოლიმ” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
71 ნახვა

იტალიურმა კლუბმა ,,ნაპილიმ”
„ლილიდან“ ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენი შეიძინა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იტალიურმა კლუბმა აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგულ გუნდს 60 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს კი ,,ნაპოლის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ.

ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება   ნეაპოლიდან ,,ლილში” მეკარე ორესტის კარნეზისის გადასვლასაც ითვალისწინებს.

21 წლის ვიქტორ ოსიმჰენმა ,,ნაპოლისთან” ხელი  5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

2019-20 წლების სეზონში ოსიმჰენმა ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი