მთავარი მთავარი სამმაგი კეტეი-სენის მოლოდინში – შიჩიგაცუ ბაშოზე ბოლო დღის ბრძოლების განრიგი გამოქვეყნდა

სამმაგი კეტეი-სენის მოლოდინში – შიჩიგაცუ ბაშოზე ბოლო დღის ბრძოლების განრიგი გამოქვეყნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

ხვალ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შიჩიგაცუ ბაშოზე ბოლო ორთაბრძოლები შედგება.

ივლისის ბაშოზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. იუშოს ანუ ჩემპიონობის შანსს 4 რიკიში ოძეკი ასანოიამა,  სეკივაკეები შოდაი და მიტაკეუმი, ასევე მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯი ინარჩუნებს.

სიტუაცია შეიძლება იმდენად დაიძაბოს, რომ ბოლო ბრძოლებმა ჩემპიონი ვერ გამოავლინოს და საჭირო კეტეი-სენი ანუ დამატებითი ბრძოლა გახდეს.

მეტიც, გამირიცხული არ არის საქმე სამმაგ კეტეი სენამდე მივიდეს ანუ დამატებითი ბრძოლები იუშოსთვის  ერთბაშად სამმა რიკიშმა ჩაატაროს.

სუმოს მამებმა ბოლო დღის ბრძოლების განრიგი გამოქვეყნეს.

ერთპიროვნული ლიდერი მონღოლი ექს-ოძეკი ტერუნოფუჯი სეკივაკე მიტაკეუმის შეერკინება.
ოძეკი ასანოიამა კი დოჰიოზე სეკივაკე შოდაის პირისპირ დადგება.
თუ მიტაკეუმიმ მოიგო, მაშინ მას ტერუნოფუჯის და შოდაი-ასანოამას წყვილში გამარჯვებულთან ბრძოლა კეტეი სენში მოუწევს.
ტერუნოფუჯი გამარჯვების შემთხვევაში იუშოს მოიპოვებს და ვნებათაღელვას ცერტილს დაუსვავს.

ესეც ბოლო დღის ბრძოლების განრიგი:
იჩინოჯო (9-5 ჯურიო) : შოჰოძანი (4-10)
სადანოუმი (7:7) : ნიშიკიგი (6:8)
კოტოშოჰო (8:6) : ტოჩინოშინი (9:5)
კაისეი (5:9) : შიმანოუმი (5:9)
იშიურა (4:10) : ვაკატაკაკაგე (9:5)
ტერუცუიოში (8:6) : კოტოეკო (9:5)
კოტონოვაკა (4-5-5) : რიუდენი (6:8)
კოტოშოგიკუ (8:6) : ჰოკუტოფუჯი (8:6)
ჩიოტარიუ (5:9) : აოიამა (5:9
კაგაიაკი (5:9) : იკიოი (2:12)
ტაკარაფუჯი (5:9) : კირიბაიამა (5:9)
ჩიომარუ (3:10) : ონოშო (1:13)
ტაკანოშო (8:6) : ტაკაიასუ (9:5)
ენჰო (5:9) : იუტაკაიამა (4-10)
ენდო (7:7) : ტოკუშორიუ (7:7)
ტამავაში (9:5) : ოკინოუმი (9:5)
დაეიეშო (10:4) : მიოგირიუ (10:4)
ტერუნოფუჯი (12:2) : მიტაკეუმი (11:3)
შოდაი (11:3) : ასანოიამა (11:3)
ბრძოლები ხვალ, დილით თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი