მთავარი მსოფლიოიტალია ,,ინტერმა” კონკურენტ ,,ატალანტას” სძლია და ვიცეჩემპიობი გახდა

,,ინტერმა” კონკურენტ ,,ატალანტას” სძლია და ვიცეჩემპიობი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის მატჩში მილანის ,,ინტერმა” ბერგამოში, ,,ატალანტას” 2:0 სძლია და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

ანტონიო კონტეს ბიჭებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს. გოლი დანილო დ’ ამბროსიომ გაიტანა.
,,ატალანტას” კარი მეორედ ინგლისემა ეშლი იანგმა დალაშქრა.
,,ინტერმა” 82 ქულა დააგროვა და ვიცეჩემპიონი გახდა.
,,ატალანტამ” კი არსებობის ისტორიაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ტურნირი მე-3 პოზიციაზე დაასრულა.
ბერგამოელებმა 98 გოლი გაიტანეს. ეს კი სერია A-ში ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო შედეგია.

,,ნაპოლისთან” შეხვედრაში გოლი ,,ლაციოს” ფორვარდმა ჩირო იმობილემ გაიტანა და ,,ოქრო ბუცის” მფლობელი გახდა.

სეზონი მოგებით დაასრულა ,,მილანმა”. ,,როსონერის” 13-მატჩიანი წაუგებელი სერია გააჩნია.

,,ატალანტა” 0:2 ,,ინტერი”
1′ დ’ ამბროსიო (0-1), 20′ იანგი (0-2)

,,ბრეშა” 1:1 ,,სამპდორია”
41′ ლერისი (0-1), 49′ ტორეგროსა (1-1)
გამოუყენებელი პენალტი: 27′ კვალიარელა (,,სამპდორია”)

,,მილანი” 3:0 ,,კალიარი”
10′ კლავანი ა.გ. (1-0), 55′ იბრაჰიმოვიჩი (2-0), 57′ კასტილეხო (3-0)

,,იუვენტუსი” 1:3 ,,რომა”
5′ იგუაინი (1-0), 23′ კალინიჩი (1-1), 23′ პენ. 52′ პეროტი (1-2, 1-3)

,,ნაპოლი” 3:1 ,,ლაციო”
9′ რუისი (1-0), 22′ იმობილე (1-1), 54′ ინსინიე (2-1), 90+2′ პოლიტანო (3-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი