მთავარი მსოფლიოNBA ,,ინდიანა პეისერსმა” გოგა ბითაძის გარეშე მოიგო

,,ინდიანა პეისერსმა” გოგა ბითაძის გარეშე მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

განახლებულ ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი შეხვედრა გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა” გამართა.

,,ინდიანა” ,,ფილადელფია 76”-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 127:121 გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის რიგებში გოგა ბითაძეს არ უთამაშია.

,,ინდიანას” კალათბურთელმა ტინეი უორენმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდს 53 ქულა შესძინა.
15-15 ქულა ვიქტორ ოლადიპომ და აარონ ჰოლიდეიმ დააგროვეს.

,,ფილადერფიადან” 41 ქულით ჯოელ ემბიდი გამოირჩა.
30 ქულა ტობიას ჰარისმა მიითვალა.

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში ,,ინდიანა პეისერსი” 40 მოგებითა და 26 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება.

გოგა ბითაძის გუნდი მორიგ შეხვედრას 4 აგვისტოს, ,,ვაშინგტონ ვიზარდსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

NBA-ში სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
,,პორტლენდი” 140:135 ო ტ. ,,მემფისი”
,,ვაშინგტონი” 112:125 ,,ფინიქს სანსი”
,,მილოუკი ბაქსი” 119:112 ,,ბოსტონ სელტიკსი”
,,სან ანტონიო” 129:120 ,,საკრამენტო კინგსი”
,,დალასი” 149:153 ო.ტ. ,,ჰიუსტონი”
,,დენვერი” 105:125 ,,მაიამი ჰიტი”
,,ოკლაჰომა” 110:94 ,,იუტა ჯაზი”
,,ლოს ანჯელეს კლიპერსი” 126:103 ,,ნიუ ორლეანი”
,,ტორონტო” 107:92 ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი”

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი