მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,ტორპედომ” ,,რკინიგზელები” დაამარცხა

,,ტორპედომ” ,,რკინიგზელები” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-8 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ,,ტირპედომ” სტუმრად, ,,ლოკომოტივთან” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

თბილისის ,,მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე იმერლებმა დედაქალაქელები დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს.

ქუთაისელებს დაწინაურება მე-4 წუთზე შეეძლოთ, თუმცა მათ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი გიორგი ფანცულაიამ ვერ გამოიყენა.

42-ე წუთზე ,,რკინიგზელები” კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა თბილისურ  გუნდს უხეშობისთვის კაპიტანი დავით უბილავა გაუძევა.

ტაიმის მიწურულს ,,ტორპედო” დაწინაურდა. ზაზა ციცქიშვილის პასით ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა.

53-ე წუთზე რიონისპირელები წინ ორბურთიანი სხვაობით გაიჭრნენ.
ცოტნე ნადარაიას გადაცემის შემდეგ ლუკა ქაფიანიძემ ბურთი კარგად დაამუშავა და მეტოქის კარი დალაშქრა.

57-ე წუთზე ,,ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. გოლი ნიდერლანდთა სამეფოს წარმომადგენელმა ულად-ომარ იმრანმა გაიტანა.

თბილისელებმა 86-ე წუთზე ქულის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს.
ირაკლი  სიხარულიძემ პენალტი  ვერ გამოიყენა

,,ტორპედომ” ამ გამარჯვებით თავი 8 ქულას მოუყარა და მე-8 ადგილზე გადავიდა.
,,ლოკომოტივი” კი  9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

,,ლოკომოტივი” (თბილისი) 1:2 ,,ტორპედო” (ქუთაისი)
42′ ფანცულაია (0-1), 53′ ქაფიანიძე (0-2), 57′ იმრანი (1-2)
გამოუყენებელი პენალტი: 4′ სიხარულიძე (,,ტორპედო”), 87′ სუხარულიძე (,,ლოკომოტივი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი