მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ბათუმის ,,დინამო” წაუგებელ სერიას აგრძელებს

ბათუმის ,,დინამო” წაუგებელ სერიას აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა ანგისაში, ,,ჯონი ბაკურიძის” სტადიონზე გაიმართა.

ბათუმის ,,დინამომ” ,,სამტრედიასთან” მატჩში 2:0 გაიმარჯვა და წაუგებელ სერიას აგრძელებს.

აჭარლებმა ლეგიონერების გატანილი გოლებით მოიგეს.

პირველ ნახევარში, კერძოდ 37-ე წუთზე გოლი ფრანგმა ვაგნერ გონსალვეშმა გაიტანა.

მატჩის მიწურულს კი იმერლები მეორედ ბრაზილიელმა რეინალდომ დაამწუხრა.

ზღვისპირულ.,,დინამოს” მიმდინარე სეზონში 3 მოგება და 5 ფრე გააჩნია. გია გეგუძაძის გუნდი 14 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
,,სამტრედიამ” კი მიჯრით მეორე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

,,დინამო” (ბათუმი) 2:0 ,,სამტრედია”
37′ გონსალვეში (1-0), 90+2′ რეინალდო (2-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი