მთავარი მსოფლიოიტალია ,,ჯენოა” გადარჩა – ,,ლეჩე” გავარდა

,,ჯენოა” გადარჩა – ,,ლეჩე” გავარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში ერთადერთი ინტრიგა იყი შემორჩენილი.

,,ჯენოა” და ,,ლეჩე” ბოლო ტურის წინ ელიტაში დარჩენისთვის იბრძოდნენ.

,,ჯენოა” მხოლოდ თავის თავზე იყო დამოკიდებული. ,,ვერონასთან” გამარჯვების შემთხვევაში გუნდი სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებდა.

ასეც მოხდა. გენუელებმა უმოტივაციოდ დარჩენილ რომეო და ჯულიეტას ქალაქის გუნდს 3:0 სძლიეს და დასახული ამოცანა დადებითად გადაჭრეს.

,,ლეჩემ” კი საკუთარ კედლებში უხვგოლიან დრამატულ მატჩში ,,პარმასთან” 3-4 წააგო და მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს.

,,ჯენოა” 3:0 ,,ვერონა”
13′ 25′ სანაბრია (1-0, 2-0), 44′ რომერო (3-0)
გაძევება: 62′ რომერო, 90(1′ კასატა (ორივე ,,ჯენოა”), 90+1′ ამრაბატი (,,ვერონა”)

,,ლეჩე” 3:4 ,,პარმა
11′ ლუკიონი (0-1), 24′ კაპრარი (0-2),
40′ ბარაკი (1-2), 45′ მეკარიელო (2-2), 52′ კომელიუსი (2-3), 66′ ინგლესე (2-4), 68′ ლაპადულა (3-4)

,,სპალი” 1:3 ,,ფიორენტინა
30′ დანკანი (0-1), 39′ დ’ალესანდრო (1-1), 89′ კოუამე (1-2), 90+4′ პულგარი (1-3)

,,ბოლონია” 1:1 ,,ტორინო”
18′ სვანბერგი (1-0), 66′ ძაძა (1-1)

,,სასუოლო” 0:1 ,,უდინიზე
53′ ოკაკა

ჩემპიონი: ,,იუვენტუსი”
ვიჩეჩემპიონი: ,,ინტერი”
ჩემპიონთა ლიგა: ,,ატალანტა”, ,,ლაციო”
ევროპა ლიგა: ,,მილანი”, ,,რომა”, ,,ნაპოლი”
გავარდნენ: ,,სპალი”, ,,ბრეშა”, ,,ლეჩე”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი