მთავარი მთავარი საფრანგეთის თასის ფინალში ,,ლიონი” და ,,პსჟ” გავიდნენ

საფრანგეთის თასის ფინალში ,,ლიონი” და ,,პსჟ” გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საფრანგეთის თასის 1/2 ფინალში ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლიონმა” ,,გენგამი” დაამარცხა და გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ევროპის ერთ-ერთმა გრანდმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა.

გამარჯვების მომტანი გოლი 65-ე წუთზე ინგლისელმა ნიკიტა პარისმა გაიტანა.

საფრანგეთის თასის ფინალში ,,ლიონის” მოწინააღმდეგე ,,პსჟ” იქნება.

პარიზელებმა სტუმრად, ,,ბორდოს” 2:1 სძლიეს.

მატჩში თავდაპირველად, მასპინძლები დაწინაურდნენ. 23-ე წუთზე დედაქალაქელთა კარი ნიდერლანდელმა კატია სნოეისმა აიღო.

,,პსჟ” წონასწორობა 55-ე წუთზე ესპანელ ირენე პარედესის გოლით აღადგინა.

65-ე წუთზე დანიელმა სიგნე ბრუუნმა პარიზული გუნდი ფინალში გაიყვანა.

საფრანგეთის თასის ფინალური ორთაბრძოლა 9 აგვისტოს შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი