მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ჩელსი” ,,ბაიერნთან” მატჩს დანაკლისით ხვდება

,,ჩელსი” ,,ბაიერნთან” მატჩს დანაკლისით ხვდება

ავტორი კახა მიხანაშვილი

ლონდონის ,,ჩელსის” მიუნხენის ,,ბაიერნთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი და ესპანელი სესარ ასპილიკუეტა არ ეყოლება.
ამის შესახებ განცხადება ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ინგლისის თასის ფინალის შემდეგ გააკეთა.

ორივე ფეხბურთელი ,,არსენალის” წინააღმდეგ გამართულ თასის ფინალურ ორთაბრძოლაში დაშავდა.

სესარ ასპილიკუეტა დაზიანება მატჩის 35-ე წუთზე მიიღო და შეხვედრა ვეღარ გააგრძელა.

კრისტიან პულიშიჩმა კი პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

,,ჩელსიმ” თასის ფინალი 1:2 წააგო. ,,არისტოკრატთა” გუნდიდან ერთადერთი გოლი, სწორედ პულიშიჩმა გაიტანა.

,,ბაიერნისა” და ,,ჩელსის” დაპირისპირება 8 აგვისტოს, შედგება.
ამ გუნდების პირველი მატჩი ლონდონში, ,,ბავარიელთა” გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი