მთავარი მსოფლიოიტალია პროფესიონალური ჩოგბურთი ბრუნდება

პროფესიონალური ჩოგბურთი ბრუნდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო დაახლოვებით, 5 თვის წინ შეწყვეტილი საჩოგბურთო ცხოვრება ამ დღეებში განახლება.

იტალიის ქალაქ პალერმოში სტარტს WTA-ს საჩოგბურთო ტურნირი აიღებს.

სიცილიურ კორტებზე TOP 30-ში შემავალი რამდენიმე ჩოგბურთელი გამოვა.

ტურნირზე პირველ ნომრად WTA-ს რეიტინგის მე-15 ჩოგანი ხორვატი პეტრა მარტიჩი იქნება განთესილი.
მე-2 ნომერი ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა გახლავთ.
მე-3 ჩოგანის სტატუსით კი პალერმოში ბერძენ მარია საკარი წარდგება.

მათ გარდა ტურნირზე TOP 30-დან ბელგიელი ელის მერტენსი, ესტონელი ანეტ კონტავეიტი, ხორვატი დონა ვეკიჩი, რუსი ეკატერინა ალექსანდროვა და უკრაინელი დაიანა იასტრემსკა გამოვლენ.

პალერმოს ტურნირის 1/16 ფინალური ორთაბრძოლები 3 და 4 აგვისტოს გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი