მთავარი მთავარი კამერუნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

კამერუნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

57 წლის ასაკში კამერუნის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტეფენ ტატაუ გარდაიცვალა.

ტატაუ 1990 წლის იტალიაში გამართულ  მსოფლიოს ჩემპიონატზე,  იმ კამერუნის ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც აფრიკული ქვეყნის წარმომადგენლებიდან პირველად გააღწია მუნდიალის 1/4 ფინალში.

სტეფენ ტატაუ კამერუნის ეროვნული ნაკრების ღირსებას
1986–1994 წლებში იცავდა. მან 63 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ტატაუმ მშობლიურ ნაკრებთან ერთად 1988 წელს აფრიკის ეროვნებათა თასი მოიპოვა.

საკლუბო კარიერის განმავლობაში  ტატაუ კამერუნულ კლუბებში „ტონერსა“ და „ოლიმპიკში“, ასევე იაპონურ „ტოსუში” ასპარეზობდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი