მთავარი მსოფლიოესპანეთი მადრიდის მასტერსი გაუქმდა

მადრიდის მასტერსი გაუქმდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

კორონავირუსის მაშტაბური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მადრიდის მასტერსის ორგანიზატორებმა ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ტურნირის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა წინა დღეებში დაინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ქვეყანაში ვერაგული დაავადების მეორე ტალღაა დაწყებული.

ესპანეთის დედაქალაქში წელს ტურნირი 12-20 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

მადრიდის მასტერსი 2002 წლიდან ტარდება.
ტურნირის ბოლო ჩემპიონები ნიდერლანდელი კიკი ბერტენსი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი