მთავარი მსოფლიოიტალია ,,Football Italia”-მ სერია A-ს 2019-2020 წლების სიმბოლური ნაკრები დაასახელა

,,Football Italia”-მ სერია A-ს 2019-2020 წლების სიმბოლური ნაკრები დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა ,,Football Italia”-მ 2019-2020 წლების სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი რომის ,,ლაციოდან” მოხვდა. გამოცემამ საუკეთესოებში 3 რომაელი შეიყვანა.

ნაკრებში 2-2 ფეხბურთელი ჩემპიონ ,,იუვენტუსიდან”, და ,,ატალანტადან” წარმოდგენილი.
თითო მოთამაშე კი ,,უდინეზედან”, ,,რომადან”, ,,ვერონადან” და ,,ინტერიდან” გამოავლინეს.

,,Football Italia”-ს ვერსიით 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი ასეთია:
მეკარე: ხუან მუსო (,,უდინეზე”, იტალია)

მცველები: ხუან კუადრადო (,,იუვენტუსი”, კოლუმბია), კრის სმოლინგი (,,რომა”, ინგლისი),
ფრანჩესკო აკერბი (,,ლაციო”), რობინ გოსენსი (,,ატალანტა”, გერმანია);

ნახევარმცველები: ლუის ალბერტო (,,ლაციო”, ესპანეთი), სოფიან ამრაბატი (,,ვერონა”, მაროკო), ალეხანდრო გომესი ,,ატალანტა”, არგენტინა);

თავდამსხმელები: კრისტიანუ რონალდუ (,,იუვენტუსი”, პორტუგალია), რომელუ ლუკაკუ (,,ინტერი”, ბელგია), ჩირო იმობილე (,,ლაციო”)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი