მთავარი მთავარი ევროპა ლიგა 1/8 ფინალებით ბრუნდება

ევროპა ლიგა 1/8 ფინალებით ბრუნდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

დღეს, ევროპის რანგით მე-2 საფეხბურთო ტურნირ ევროპა ლიგაზე 1/8 ფინალური შეხვედრები შედგება.

4 შეხვედრიდან სამში განმეორებითი მატჩები გაიმართება.
ერთ ორთაბრძოლის ბედს კი ერთი მატჩი გაარკვევს.

დღის, ერთადერთი ასეთი ერთმატჩიანი ჯახი
გერზენკინხენში არის დაგეგმილი.
,,ველტინს არენაზე” ,,ინტერი” ესპანურ ,,ხეტაფეს” დაუპირისპირდება.

გუნდები დაპირისპირებას საბრძოლო შემადგენლობებით ხვდებიან.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ანტონიო კონტეს გუნდს ურუგვაელი მატიას ვეკინო და სტეფანო სენსი ტრავმები გამო არ ეყოლება.
ესპანური გუნდი კი იმავე მიზეზით რაულ გარსიას და სერბ ფილიპ მანოილოვიჩს მოისაკლისებს.

,,ინტერი” მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. მილანელებმა რამდენიმე დღის წინ, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში ბერგამოს ,,ატალანტა” დაამარცხეს და ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

,,ხეტაფემ” ესპანეთის ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშებს.

გუნდები ერთმანეთს სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან:

,,ინტერი” (იტალია) : ,,ხეტაფე” (ესპანეთი)

,,ინტერი“: ჰანდანოვიჩი, შკრიმიარი, დე ვრეი, ბასტონი, კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, იანგი, ერიკსენი, ლაუტარო, ლუკაკუ
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

,,ხეტაფე“: სორია, დამიან სუარესი, დიენე, ტიმორი, ოლივეირა, ნიომი, არამბარი, მაქსიმოვიჩი, კუკურელა, მატა, მოლინა
მთავარი მწვრთნელი: პეპე ბორდალა

შეხვედრას მთავარი არბიტრის რანგში ინგლისელი ენტონი ტეილორი გაუძღვება.

,,ინტერისა” და ,,ხეტაფეს” მატჩი სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

ესეც დღევანდელი მატჩების განრიგი:
,,კოპენჰაგენი” (დანია) : ,,ბასაქშეჰირი” (თურქეთი)
პირველი მატჩი: 0:1
დასაწყისი: 20:55 სთ.

,,შახტარი” (უკრაინელი) : ,,ვოლფსბურგი” (გერმანია)
პირველი მატჩი: 2:1
დასაწყისი: 20:55 სთ.

,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) : ,,ლასკი” (ავსტრია)
პირველი მატჩი: 5:0
დასაწყისი: 23:00 სთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი