მთავარი მსოფლიოიტალია პაოლო დიბალა იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

პაოლო დიბალა იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელებმა ,,იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი პაოლო დიბალა 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

პაოლო დიბალამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 33 შეხვედრა ჩაატარა. სამხრეთ ამერიკელმა 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

დიბალას გარდა საუკეთესოები პოზიციების მიხედვითაც გამოავლინეს.

სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები:

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩენი („იუვენტუსი“, პოლონეთი)

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი („ინტერი“, ნიდერლანდები)
საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი („ატალანტა“, არგენტინა)
საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე („ლაციო“)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუშევსკი („პარმა“, შვედეთი)

საუკეთესო ფეხბურთელი: პაულო დიბალა („იუვენტუსი“)

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუოერვარსკვლავი  კრიშტიანუ რონალდუ გამარჯვებული ვერცერთ ნომინაციაში ვერ გახდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი