მთავარი მსოფლიოNBA ლუკას შოუ NBA-ში

ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში
„დალას მავერიქსმა“ „საკრამენტო კინგსი“ ოვერტაიმში 114:110 დაამარცხა.

შეხვედრაში ,,დალასის” სლივენიელმა კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩმა გაიბრწყინა. მან სამმაგი დუბლი გაიფორმა.

დონჩიჩმა 43:30 წუთში 34 ქულა, 20 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.

21 წლისა და 158 დღის ლუკა
დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი ისე შეასრულა, რომ ქულების რაოდენობით სამათეულს, მოხსნებით ორათეულს, ხოლო შედეგიანი პასებით ათეულს უწია.

,,დალას მავერიქსის” ისტორიაში სლოვენიელი დირკ ნოვიცკისა და სემ პერკინსის შემდეგ
მესამე კალათბურთელია, რომელმაც სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

დონჩიჩმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან კარიერის განმავლობაში 20 მოხსნა პირველად გააკეთა.

„დალას მავერიქსი“ დასავლეთ კონფერენციაში 41 მოგების წილ, 29 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება და ფლეი-ოფში გასასვლელად გააფთრებით იბრძვის.

,,დალას მავერიქსი” მომდევნო შეხვედრას 7 აგვისტოს, ,,ლოს ანჯელეს კლიპერის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი