მთავარი მთავარი რაფაელ ნადალი აშშ-ს ღია პირველობაზე არ ითამაშებს

რაფაელ ნადალი აშშ-ს ღია პირველობაზე არ ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი დისი მუზარადის ტურნირ აშშ-ს ღია პირველობაზე არ ითამაშებს.
ინფორმაცია ამის შესახებ ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე თავად ჩოგბურთელმა დაწერა.

ნადალი პრესტიჟულ ტურნირზე კორონავირუსის საფრთხის გამო არ გამოვა. მისი აზრით COVID 19-ის შემთხვევები იზრდება და ხალხი სიტუაციას ვერ აკონტროლებს.

რაფაელ ნადალი: ,,ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე არ ვითამაშო. ჩემი აზრით, ტურნირზე გამოსვლა სარისკოა, რადგანაც მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან რთული სიტუაციაა. COVID 19-ის შემთხვევები დღითიფლდღე იზრდება და ხალხი სიტუაციას ვერ აკონტროლებს.” – აცხადებს რაფაელ ნადალი.

რაფაელ ნადალი ,,US OPEN”-ზე ჩემპიონის რანგში უნდა გამოსულიყო. მან გასულ სეზონში გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს დანილ მედვედევს სძლია.

წელს აშშ-ს ღია პირველობა სტარტს 31 აგვისტოს აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი