მთავარი მთავარი დავით ხოჭოლავა გააძევეს – ,,შახტარი” 1/4 ფინალში გავიდა

დავით ხოჭოლავა გააძევეს – ,,შახტარი” 1/4 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ევროპა ლიგის გათამაშება ორი 1/8 ფინალური შეხვედრით განახლდა.

ქართველი გულშემატკივრების ყურადღება უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ იყო მიმართული, რადგან ,,ოლიმპიურ სტადიონზე” დავით ხოჭოლავას ,,შახტარი” გერმანულ ,,ვოლფსბურგს” მასპინძლობდა.

დონეცკელთა თავკაცმა ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
ხოჭოლავა 68-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო. ჩვენებური მოედნიდან ე.წ. იმედის ჯარიმის გამო გააძევეს.
იმ დროისთვის ანგარიში 0:0 გახლდათ.

70-ე წუთზე რიცხობრივი ბალანსი აღდგა. მსაჯმა წითელი ბარათი ,,ვოლფსბურგის” ამერიკელ ფეხბურთელ ჯონ ბრუკსაც უჩვენა.

მატჩის მიწურულს ,,შახტარის” ფეხბურთელებმა გაილაღეს და ,,მგლებს” შავი დღე აყარეს.

89-ე წუთზე გაუკრაინელებულმა ბრაზილიელმა ჟუნიორ მორაესმა ისტორიული სამშობლოს დროინდელ თანამამულე დოდოს პასით ანგარიში გახსნა.

გერმანური გუნდის კარი მეორედ შეცვლაზე შესულმა ებრაელმა ფეხბურთელმა მანორ სოლომონმა დალაშქრა.

ბოლოს კი მორაესმა დუბლი გაიფორმა და ,,ვოლფსბურგის” წვალებას წერტილი დაუსვა.

,,შახტარმა” 3:0 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს.
დავით ხოჭოლავას გუნდის მეტოქის ვინაობა შვეიცარიული ,,ბაზელისა” და გერმანულ ,,აინტრახტის” შეხვედრაში გაირკვევა.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ,,ბაზელმა” 3:0 მოიგო.

ევროპის ლიგის 1/4 ფინალში თამაშის უფლება დანიურმა ,,კოპენჰაგენმა” მოიპოვა.
სკანდინავიურმა კლუბმა თურქული ,,ბასაქშექირი” 3:0 გაანადგურა.

ევროპა ლიგა 1/8 ფინალი
კიევი, ,,ოლიმპიური სტადიონი”

,,შახტარი” (უკრაინა) 2:0 ,,ვოლფსბურგი” (გერმანია)
89′ მორაესი (1-0), 90+1′ სოლომონი (2-0), 90+3′ მორაესი (3-0)
გაძევება: 68′ ხოჭოლავა (,შახტარი”), 70′ ბრუკსი (,,ვოლფსბურგი”)

,,შახტარი“: პიატოვი, დოდო, კრივცოვი, ხოჭოლავა, მატვიენკო, ანტონიო (74′ კოვალენკო), სტეფანენკო, მარლოსი (77′ სოლომონი), ალან-პატრიკი, ტაისონი, მორაესი
მთავარი მწვრთნელი: ლუის კასტრო

,,ვოლფსბურგი“: კასტელსი, ბრუკსი, პონგრაჩიჩი, ტისერანდი,
როსილონი, არნოლდი, შლაგერი, ბრეკალო (75′ გუილავოგი), გინჩეკი (61′ მარმოუში) , სანტოს სა, ვეგჰორსტი
მთავარი მწვრთნელი: ოლივერ კლასნერი

ევროპა ლიგა 1/8 ფინალი
კოპენჰაგენი, ,,ტელა პარკენი”

,,კოპენჰაგენი” (დანია) 3:0 ,,ბასაქშექირი” (თურქეთი)
4′ 52′ ვინდი (1-0, 2-0), 62′ ფალკ იენსენინ (3-0)

,,კოპენჰაგენი“: იონსონი, ვარელა, ნელსონი, ბიელანდი, ბოილესენი (69′ ბენგტსონი), მუდრაზია (54′ სტაგე), ზეკა, ბიელი (84′ ოვიედო), ოლდერ ვინდი, ფალკ იენსენი (84′ ბარტოლეკი), კაუფმანი (54′ დარამი)
მთავარი მწვრთნელი: სოლბაკენი

,,ბასაქშექირი”: გიუნოკი, კლიში, ეპურეანუ, შკრტელი, კაიკარა, კაჰვეჩი (71′ ოზქანი), ტოპალი (54′ ალექსიჩი), ტეკდემირი (54′ ელია), კრივერი (79′ გულბრადსენი), ვისკა, ბა
მთავარი მწვრთნელი: ოსმან ბურუქი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი