მთავარი მთავარი ,,ინტერი” ევროპა ლიგის 1/4 ფინალშია

,,ინტერი” ევროპა ლიგის 1/4 ფინალშია

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

მილანის ,,ინტერმა” ევროპა ლიგის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

გერზენკინხენის ,,ვენსტილ არენა’ზე” გამართულ მატჩში ანტონიო კონტეს ბიჭებმა ესპანურ ,,ხეტაფეს” 2:0 სძლიეს.

1/8 ფინალურ დაპირისპირებაში მილანელები 33-ე წუთზე დაწინაურდნენ.
ალესანდრო ბასტონის გრძელი გომოზომილი პასი მეტოქის საჯარიმოში რომელუ ლუკაკუმ მიიღო. ,,ხეტაფეს” მცველს ფიზიკურ კონდიციებში აჯობა და ანგარიში გახსნა.

76-ე წუთზე ესპანურ გუნდს წონასწორობის აღდგენა შეეძლო.
,,ხეტაფეს” სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ხორხე მოლინამ ვერ გამოიყენა.

მილანელებმა მეორე გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს. თავი მოედანზე შეცვლაზე ერთი წუთის წინ შესულმა დანიელმა კრისტიან ერიქსენმა გამოიჩინა.

,,ინტერი” ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ,,რეინჯერსისა” და ლევერკუზენის ,,ბაიერს” შირის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ამ გუნდების პირველი მატჩი გერმანელმა ,,ფარმაცევტებმა” 3:1 გაიმარჯვეს.

მოლოდინისამებრ, მეკრე შეხვედრაც მოიგო ,,ლასკისთან” ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” და 1/4 ფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.
,,წითელმა ეშმაკებმა” ავსტრიული გუნდი 2:1 დაამარცხეს.

ევროპა ლიგა 1/8 ფინალი
გერზენკინხენი, ,,ვენსტილ არენა”

,,ინტერი” (იტალია) 2:0 ,,ხეტაფე” (ესპანეთი)
33′ ლუკაკუ (1-0), 83′ ერიკსენი (2-0)
გამოუყენებელი პენალტი: 76′ მოლინა (,,ხეტაფე”)

,,ინტერი“: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, ბასტონი, ბარელა, გალიარდინი, დ’ ამბროსიო (84′ ბირაგი) ბროზივიჩი (82′ ერიქსენი), იონგი, ლუკაკუ , ლაუტანო მარტინესი (70′ ა. სანჩესი)
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

,,ხეტაფე“: სორია, სუარესი, დაკონამი, ეჩეიტა, ოლივეირა (88′ პორტილიო), მაქსიმოვიჩი (56′ ანხელი), ტიმორი, ნიომი (68′ იასონი), არამბარი (88′ დურო), კუკურელია, მატა (69′ მოლინა)
მთავარი მწვრთნელი: ბორდალასი

ევროპა ლიგა 1/8 ფინალი
მანჩესტერი, ,,ოლდ ტრაფორდი”

,,მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1 (5:0) ,,ლასკი” (ავსტრია)
55′ ვისინგერი (0-1), 57′ ლინგარდი (1-1), 88′ მარსიალი (2-1)

,,მანჩესტერ იუნაიტედი”: რომერო, ფოსუ მენსა (84′ მენგი), ბეილი, მაგუიერი, უილიამსი (72′ ჩონგი), ფრედი (64′ პერეირა), მატა, მაკტომინაი, ლინგარდი (63′ პოგბა), ჯეიმსი (84′ მარსიალი), იგალო
მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

,,ლასკი“: შლაგერი, ვისინგერი (73′ ზაბიცერი), ტრაუნერი, ანდრადე (80′ ფილიპოვიჩი), რანფტი, ჰოლანდი, მიშორლი, რენერი, ფრაისერი, ბალიჩი (65′ რეიტერი), რაგუსი
მთავარი მწვრთნელი: ტალჰამერი

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი