მთავარი მთავარი ევროპა ლიგა სუპერმატჩის მოლოდინში – ,,სევილია” ,,რომას” წინააღმდეგ წარსდგება

ევროპა ლიგა სუპერმატჩის მოლოდინში – ,,სევილია” ,,რომას” წინააღმდეგ წარსდგება

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

დღეს, 1/8 ფინალის 3 შეხვედრაში განმეორებითი ორთაბრძოლები გაიმართება.

ერთ მატჩში კი კორონავირუსის გამო პირველი დაპირისპირება არ ყოფილა და 1/4 ფინალისტის ბედს ერთი შეხვედრა გადაწყვეტს.

გერმანიის ქალაქ დუისბურგში ერთი შეხვედრა გამოავლენს ,,სევილიასა” და ,,რომას” გუნდებს შორის საუკეთესოს.

კლუბები დაპირისპირებას რამდენიმე დანაკლისით ხვდებიან.

იტალიური გუნდის ლაზარეთში ანტონიო მირანტე და ჯორდან ვერეტო იმყოფებიან.
,,სევილიადან” კი გერმანიაში ჩასვლა ფრანგმა სებასტიენ კორშიამ, ბრაზილიელმა ფერნანდომ და ჩეხმა ტომას ვალჩიკმა ვერ შეძლეს.

,,რომა” იტალიის სერია A-ში მე-5 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საგზური დაიბევა. რომაელებმა ბოლო ტურში ჩემპიონი.,,იუვენტუსი” 3:1 დაამარცხეს.

,,სევილია” კი მომავალ სეზონში
ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ანდალუსიელებმა ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავეს.

ანდალუსიურ-რომაული დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს.

,,ლევერკუზენი” (გერმანია) : ,,რეიჯერსი” (შოტლანდია)
პირველი მატჩი: 3:1
დასაწყისში: 20:55 სთ.

,,ბაზელი” (შვეიცარია) : ,,აინტრახტი” (გერმანია)
პირველი მატჩი: 3:0
დასაწყისში: 23:00 სთ.

,,ვულვზი” (ინგლისი) : ,,ოლიმპიაკოსი”
პირველი მატჩი: 2:1
დასაწყისში: 23:00 სთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი