მთავარი მსოფლიოNBA ,,ოკლაჰომამ” ლიდერ ,,ლოს ანჯელეს ლეიკერს” სძლია

,,ოკლაჰომამ” ლიდერ ,,ლოს ანჯელეს ლეიკერს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის
შეხვედრაში ერთმანეთს ,,ოკლაჰომა სიტი” და
,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაუპირისპირდნენ.

,,ოკლაჰომას” კალათბურთელებმა მატჩი კარგად ჩაატარეს და დასავლეთ კონფერენციის ლიდერი ,,ლეიკერსი” 19 ქულიანი სხვაობით 105:86 დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდიდან კრის პოლი გამოირჩა. მან 21 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
19-19 ქულას თავი იტალიელმა დანილო გალინარიმ მოუყარა.
ავსტრალიელმა სტივენ ადამსმა ,,სიტის” 18 ქულა შესძინა.

ორმაგი დუბლი შეასრულაცამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა. მის ანგარიშზე 19 ქულა სა 11 მოხსნა დაფიქსირდა.

ამ შედეგის გათვალისწინებით 51 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ინარჩუნებს.
,,ოკლაჰომა სიტის” 42 განარჯვების წილ, 25 წაგება გააჩნია და მე-6 პოზიციას იკავებს.

,,ბოსტონ სელტიკსი” 149:115 ,,ბრუკლინ ნეთსი”

,,ორლანდო მეჯიკი” 99:109 ,,ტორონტო რეპტორსი”

,,ვაშინგტონ ვიზარდსი” 98:107 ,,ფილადელფია 76”

,,სან ანტონიო სპურსი” 126:132 ,,დენვერ ნაგითსი”

,,იუტა ჯაზი” 124:115 ,,მემფის გრილზი”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი