მთავარი სხვა_კრივი მძლეთამძლე

მანჩესტერში დიდი საკრივო გარჩევა იყო. ერთამენთს ადგილობრივთა ჯილა, ქვემძიმე წონაში საბჭოს ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონი ტონი ბელიუ და ამავე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინელ კატად წოდებული ალექსანდრ უსიკი გაეჯიბრნენ.

მბომბავმა კატას მხოლოდ შვიდი რაუნდი გაუძლო. არადა ურიგოდ როდი დაიწყო – რინგზეც თავისუფლად მოძრაობა და მეტოქსაც რამდენიმე მძიმე დარტყმა აგემა. ქულებითაც კი იყო წინ, თუმცა… ნახევარი ბრძოლის მერე ბრიტანელს დაღლა დაეტყო,  კატას კი კიდევ რვა სიცოცხლე ქონდა შემონახული.

მერვე სამწუთეულის სტარტზე მბობავი დაეცა…

უსიკმა რინგი კვლავაც ოთხი უმთავრესი საჩემპიონო ქამარით დატოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვემძიმე წონაში მისი მომრევი კაცი არ დაიარება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი