თბილისის ,,დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ,,ტირანასთან” გასამართ მატჩიწინა პრესკონფერენციაზე მომავალი შეხვედრის შესახებ და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
ჩხეტიანი აცხადებს, რომ მეტოქე გუნდი კარგად შეისწავლა და ,,დინამოს” შეხვედრა ძლიერ გუნდთან მოუწევს. თბილისელთა თავკაცის აზრით, იმას რომ საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ალბანეთის პირველობა შეჩერებული გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ,,ტირანამ” 2 აგვისტოს თასის ფინალი ითამაშა და სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.
კახა ჩხეტიანის ფიქრობს, რომ ქართველ გულშემატკივრებს ევროპული წარმატებები მოენატრა და მის გუნდს ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
ესეც პრესკონფერენციის სრული ვიდეო:
თბილისის ,,დინამოსა” და ,,ტირანას” შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე დაიწყება